ხვიჩა კვარაცხელია, ლამინ იამალი, დეზირე დუე
Aa
Aa

პსჟ-სა და ბარსას გაერთიანებული თერთმეტეული | ლიზარაზუმ კვარასა და გორდონს დუე არჩია

ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. მატჩამდე საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ გაერთიანებული შემადგენლობიდან საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა:

მეკარე: მატვეი საფონოვი.

მარჯვენა განაპირა მცველი: აშრაფ ჰაკიმი.

მარცხენა განაპირა მცველი: ნუნუ მენდეში.

მარჯვენა ცენტრალური მცველი: პაუ კუბარსი.

მარცხენა ცენტრალური მცველი: ვილიან პაჩო.

საყრდენი ნახევარმცველი: როდრი.

მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი: პედრი.

მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი: ფაბიან რუისი.

მარჯვენა გარემარბი: ლამინ იამალი.

მარცხენა გარემარბი: დეზირე დუე (მისი კონკურენტები ენტონი გორდონი და ხვიჩა კვარაცხელია იყვნენ).

ცენტრალური თავდამსხმელი: უსმან დემბელე.

„მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონის „კვარა“ ძალიან მომწონდა, დუე ამჟამად გაცილებით უკეთესია. საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ ის უბრალოდ გამორჩეულია — მას ყველაფერი აქვს: ძალა, სიჩქარე, გამძლეობა, ტექნიკური ოსტატობა, მრავალფეროვანი დრიბლინგი, ცივსისხლიანი ფინიშინგი და ფანტასტიკური დარტყმა ორივე ფეხით. რომ აღარაფერი ვთქვათ მის საფეხბურთო ინტელექტსა და მენტალურ სიმტკიცეზე. ყველაზე „უარესი“ კი ის არის, რომ მას კიდევ უფრო მეტის შეთავაზება შეუძლია“, — ამბობს ლიზარაზუ დუეზე.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბარსელონას“ 6-6 ქულა აქვთ. მათი დაპირისპირება თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქათმეში საჭირო მხოლოდ ერთი მამალია“ - ლაპორტამ მბაპეზე ისაუბრა
    „საქათმეში საჭირო მხოლოდ ერთი მამალია“ - ლაპორტამ მბაპეზე ისაუბრა