ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლამინ იამალი, ბიქსენტ ლიზარაზუ
Aa
Aa

კვარა სამეულშია, თუმცა... | ლიზარაზუმ ოქროს ბურთზე თავისი ფავორიტი დაასახელა

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების გრანდიოზულ ცერემონიამდე სულ რაღაც ერთი კვირა რჩება. საფეხბურთო სამყაროში დისკუსია პიკს აღწევს — ვინ იმსახურებს წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს?

თავისი პოზიცია საფრანგეთისა და „ბაიერნის“ ლეგენდარულმა მარცხენა მცველმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ დააფიქსირა. Téléfoot-ის ეთერში გამოსვლისას, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა დეტალურად ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს.

„ვეცდები, ჩემს კრიტერიუმებს მივყვე, რომლებიც უპირველესად გუნდურ მიღწევებს ეფუძნება, — განმარტა ფრანგმა გადაცემა Téléfoot-ში.

„გვქონდა სეზონი ორი მაჟორული ტურნირით: ჩემპიონთა ლიგითა და მსოფლიო ჩემპიონატით. შესაბამისად, სიაში კვარაცხელია, იამალი და დემბელე იქნებიან.

ამის შემდეგ მოდის მეორე კრიტერიუმი, ეს არის ემოცია, აღფრთოვანება და გენიალურობა. აი, ამ კომპონენტში კი, ჩემთვის, მხოლოდ იამალი რჩება. ის, რასაც იგი მოედანზე აკეთებს — განსაკუთრებით ბოლო პერიოდში — მიუთითებს, რომ მან თამაშის დონე კიდევ უფრო აამაღლა. მართალია, მისი მსოფლიო ჩემპიონატი არ ყოფილა წარმოუდგენლად შთამბეჭდავი, მაგრამ ის მაინც მსოფლიო ჩემპიონია, მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ფენომენალური ფეხბურთელია“.

უსმან დემბელე 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი გახდა. წელს ფრანგი თავდამსხმელი ამ ჯილდოს ნომინანტებს შორისაც მოხვდა. პარიზული კლუბის მოთამაშეებიდან ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ ჯილდოზე ნომინირებულნი არიან: აშრაფ ჰაქიმი, ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, მარკინიოსი, ნუნუ მენდეში, ჟოაუ ნევეში, ვილიან პაჩო, ფაბიან რუისი, ფერან ტორესი და ვიტინია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    იბერიას მწარე რეალობა | ტალანტი: გიორგი ღუნაშვილი | კონტრ-შეტევა
    იბერიას მწარე რეალობა | ტალანტი: გიორგი ღუნაშვილი | კონტრ-შეტევა