ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ილია ზაბარნი
Aa
Aa

დემბელე ერთ-ერთია, ვინც ოქროს ბურთი დაიმსახურა | ზაბარნის მოსაზრება

პსჟ-ს უკრაინელი მცველისთვის, ილია ზაბარნისთვის ლიგა 1-ის გასული ტური წარმატებული იყო. ზაბარნიმ, რომელმაც „სტრასბურგთან'' გოლი გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა, მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ ლიგა 1 „ფერმერების'' ჩემპიონატი არაა და იქ თამაში საკმაოდ რთულია: „მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცის და ხუმრობით ამბობენ, რომ ეს „ფერმერების ლიგაა“ თუ რაღაც მსგავსი, პარი სენ-ჟერმენის რიგებში საფრანგეთის ჩემპიონატში თამაში სინამდვილეში სულაც არ არის ადვილი''.

ჟურნალისტი: „შეიძლება ითქვას, რომ დემბელემ ოქროს ბურთი დაიმსახურა?“

ილია ზაბარნი ამ კითხვას ასე პასუხობს: „ნამდვილად, კი. ჩვენ აქ ბევრი ბიჭი გვყავს, ვინც ამას იმსახურებს. უსმანიც ერთ-ერთი მათგანია, ასე რომ, ძალიან მინდა, ვნახო, როგორ მოიგებენ ჩვენი ბიჭები ოქროს ბურთს, რადგან ისინი ამას იმსახურებენ.“

„ოქროს ბურთთან'' დაკავშირებით ზაბარნის კომენტარი X-ში Preums Football-მა გაავრცელა.

2025-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე უსმან დემბელემ 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა, ამავე ტურნირზე ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში 16 მატჩში 10 გოლი და 7 საგოლე პასია. ქართველი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რაც უდიდესი აღიარებაა.

რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონატს, დემბელემ 22 მატჩში 10 გოლი შეაგდო, 7 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ხვიჩამ 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა.

მოგეხსენებათ მუნდიალზე ხვიჩას არ უთამაშია, დემბელემ 8 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ენრიკემ ხვიჩა სასტარტოში დააბრუნა | პსჟ-მ სტრასბურგთან თამაში შემოატრიალა
    ენრიკემ ხვიჩა სასტარტოში დააბრუნა | პსჟ-მ სტრასბურგთან თამაში შემოატრიალა