ხვიჩა კვარაცხელია, კილიან მბაპე
Aa
Aa

კვარაცხელია სამეულშია | Onze Mondial-ის პრესტიჟული ჯილდო მბაპემ მოიგო

ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემას, Onze Mondial-ს, „ოქროს ბურთის“ მსგავსი ჯილდო, Onze d'Or-ი აქვს, რომელსაც სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს. გამარჯვებულის გამოსავლენად გამოკითხვა ტარდება და მასში Onze Mondial-ის მკითხველი მონაწილეობს.

2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კილიან მბაპე გახდა. „რეალის“ სუპერვარსკვლავმა ხმების 48.2 პროცენტი მიიღო და ჯილდო, რომელიც 50 წლის წინ, 1976 წელს დაარსდა, კარიერაში პირველად დაისაკუთრა.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა და საშუალება მომცა, ეს ჯილდო მომეგო. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მუშაობა გრძელდება“, — განაცხადა მბაპემ.

Onze Mondial-ის გამოკითხვაში მეორე ადგილზე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ჟოაუ ნევეში გავიდა (11.9%), ხოლო მესამე პოზიცია ხვიჩა კვარაცხელიამ დაისაკუთრა (10.8%). „კვარას“ შემდეგ ლამინ იამალი (9.7%), უსმან დემბელე (7.5%), ჰარი კეინი (4.4%), მაიკლ ოლისე (2.9%), ვიტინია (2.8%), დეკლან რაისი (1.1%) და ბრუნო ფერნანდეში (0.7%) მოდიან.

ცნობისთვის, წარსულში Onze Mondial-ის ჯილდო ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც მიშელ პლატინი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, პაოლო როსი, დიეგო მარადონა, მარკო ვან ბასტენი, ლოთარ მათეუსი, ჟან-პიერ პაპენი, ხრისტო სტოიჩკოვი, რობერტო ბაჯო, რომარიო, ზინედინ ზიდანი, ერიკ კანტონა, რივალდო, ტიერი ანრი, კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, კაკა და სხვები არიან. ყველაზე მეტჯერ ეს ჯილდო ლიონელ მესიმ დაისაკუთრა (4-ჯერ). მის შემდეგ პლატინი და ზიდანი მოდიან (3-3-ჯერ).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ასეთი ძალით ილიაც ვერ ჩაარტყამდა“ | არდას ეპიზოდი, უკმაყოფილო სევილია და ჟოზეს პასუხი
    „ასეთი ძალით ილიაც ვერ ჩაარტყამდა“ | არდას ეპიზოდი, უკმაყოფილო სევილია და ჟოზეს პასუხი