ნიკა კაჭარავა
Aa
Aa

ზედიზედ მეორე ტურში - კაჭარავა შევიდა და გუნდს მოაგებინა

ნიკოლოზ კაჭარავა წლების მანძილზე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა და იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი გუნდის წინა ხაზის წარმოდგენა მის გარეშე შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, იმ ურთულესი წლებიდან გამომდინარე, რომელიც მან ბოლო პერიოდში გამოიარა, ბუნებრივია ყველას ახარებს ის ფაქტი, რომ 32 წლის ქართველი ფორვარდი სათანადო ფორმაში შედის. 

წინა მატჩში „ანდიჟანთან“  შეცვლაზე შესულმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. ახლა კი, როდესაც სუპერლიგის 24-ე ტურში „ბუხორო“ სტუმრად კაცნაკლულად მოასპარეზე „დინამო სამარყანდს“ ვერ უგებდა, მთავარმა მწვრთნელმა ისევ ვეტერანი ქართველი ფორვარდი ჩართო საქმეში. შესვლისთანავე კაჭარავას გატანა შეეძლო, თუმცა მისი თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია. სამაგიეროდ, 90-ე წუთზე, ნიკამ თავისივე მოპოვებული 11-მეტრიანი გოლად აქცია და გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში ნიკოლოზ კაჭარავამ „ბუხოროს“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 16-ჯერ ცვლილებაზე შევიდა და თავი 3 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება მის კლუბს, 24 ტურში დაგროვებული 40 ქულით „ბუხორო“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „ნეფთჩი ფარგონას“ 15 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჩაკვეტაძის გუნდის ზედიზედ მეხუთე მარცხი | უდინეზე ლეჩესთან განადგურდა
    ჩაკვეტაძის გუნდის ზედიზედ მეხუთე მარცხი | უდინეზე ლეჩესთან განადგურდა