გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

10-კაციანმა გუნდმა კიევის დინამოს თამაში შემოუტრიალა | მაისურაძის კარგი მატჩი

 უკრაინის პრემიერლიგის მე-9 ტურში 10-კაციანმა „პოლისიამ'' კიევის „დინამო'' 3:1 დაამარცხა.

„პოლისია'' ბრწყინვალე სეზონს ატარებს, რუსლან როტანის გაწვრთნილმა გუნდმა მიმდინარე სეზონში დონეცკის „შახტარიც'' დაამარცხა.

მე-5 წუთზე მსაჯმა „პოლისიის'' მეკარე ოლეგ კუდრიკი გააძევა, რის შემდეგაც მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა რუსლან როტანმა ორი ცვლილება განახორციელა, მაისურაძე არ შეუცვლია. პირველი ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე მაისურაძემ ყვითელი ბარათი მიიღო, როტანს ქართველი არც გაფრთხილების შემდეგ შეუცვლია, მინდორზე მატჩის ბოლომდე დატოვა. რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის გამო მაისურაძე მეტწილად დაცვითი ფუნქციების შესრულებით დაკავდა, დამაჯარებელი იყო, დაცვაში თამაშის მხრივ პროგრესი აქვს და მწვრთნელის მხრიდან უკვე დიდი ნდობით სარგებლობს.

მე-19 წუთზე კიევის „დინამო'' ტარას მიხავკომ დააწინაურა, თუმცა 10-კაციანმა „პოლისიამ'' თამაში შემოატრილა, 26-ე წუთზე იგორ კრასნოპირმა წონასწორობა აღადგინა, 68-ე წუთზე ედუარდ სარაპიიმ „პოლისია'' წინ გაიყვანა, პენალტიდან შეაგდო, შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულა.

უკრაინის პრემიერლიგის სეზონის საწყის სამ ტურში მაისურაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მე-4 ტურში „შახტართან'' მოგებულ მატჩში ცვლილებაზე გამოვიდა, 31 წუთი ითამაშა და მას შემდეგ მუდმივად სასტარტოშია. უკრაინის ჩემპიონატის ზედიზედ ხუთ მატჩში 90 წუთი გაატარა მინდორზე.

ამ სეზონში უკრაინის ჩემპიონატის ექვს მატჩში (491 წუთი ითამაშა, მსაჯის მიერ დამატებული წუთები არ იგულისხმება) 1 საგოლე პასი შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ენრიკემ ხვიჩა სასტარტოში დააბრუნა | პსჟ-მ სტრასბურგთან თამაში შემოატრიალა
    ენრიკემ ხვიჩა სასტარტოში დააბრუნა | პსჟ-მ სტრასბურგთან თამაში შემოატრიალა