დავით ვოლკოვი, გიორგი პაპუნაშვილი
Aa
Aa

ვოლკოვის კარგი მატჩი - გაათანაბრა და დუბლიც შეეძლო

აზერბაიჯანის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში ერთმანეთს ის გუნდები შეხვდნენ, რომლის ღირსებასაც ქართველი ლეგიონერები იცავენ. „ქიაფაზმა“ საკუთარ სტადიონზე „ზირას“ უმასპინძლა და თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლების შემადგენლობაში სრულად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა მათე აბულაძემ, სტუმართა რიგებში გიორგი პაპუნაშვილი 59-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე, ხოლო დავით ვოლკოვმა შეუცვლელად იასპარეზა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეხვედრის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, როდესაც „ზირა“ მინიმალური სხვაობით მარცხდებოდა, ვოლკოვმა თანაგუნდელის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მას სტუმართათვის სამი ქულის მოპოვებაც შეეძლო, თუმცა დავითის დარტყმა მეკარემ მოიგერია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ნახევარში ვოლკოვს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, პაპუნაშვილის გამოსვლის შემდეგ კი, გიორგის კარგად გაუთამაშა კომბინაცია, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმას აბულაძე გადაეღობა.

ცნობისათვის, დავით ვოლკოვისთვის ეს მიმდინარე სეზონში რიგით მესამე გოლი გახლდათ - ერთი მან უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ გაუტანა, ხოლო ერთხელაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში „იმისლისთან“ (3:1) საშინაო მატჩში გამოიჩინა თავი.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    10-კაციანმა გუნდმა კიევის დინამოს თამაში შემოუტრიალა | მაისურაძის კარგი მატჩი
    10-კაციანმა გუნდმა კიევის დინამოს თამაში შემოუტრიალა | მაისურაძის კარგი მატჩი