საოცარი ქამბექის ფონზე - ბაზაძის ტრიუმფი ალჟირში
რაც უფრო ახლოვდება 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშები, მით უფრო გვახარებს სანდრო ბაზაძის კარგი სპორტული ფორმა და მისი წარმატებები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მდიდარ კოლექციას მხოლოდ ოლიმპიური მედალი აკლია და იმ საოცარი მოტივაციიდან და საბრძოლო ჟინიდან გამომდინარე, რითაც მუდამ ხასიათდებოდა, ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
ამჯერად სანდრომ საერთაშორისო ტურნირზე კიდევ ერთ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ქართველი მოხმალავე ალჟირში გამართული მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში ბაზაძემ უნგრელი კრისტიან რაბი 15-12 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრამდე კი ფრანგ, რუმინელ და იაპონელ მეტოქეებს აჯობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია სებასტიან პატრისთან გამარჯვება, რომელთანაც 4:8-ს აგებდა და საბოლოოდ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და 15:14 მოიგო.
ცნობისათვის, 33 წლის ქართველ მოფარიკავეს კარიერის მანძილზე ორჯერ ევროპის ჩემპიონატი, თითოჯერ კი მსოფლიოს პირველობა და ევროპული თამაშები აქვს მოგებული.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს