პირველი ოქრო 14-წლამდელებს შორის - ტარასკინი ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

პირველი ოქრო 14-წლამდელებს შორის - ტარასკინი ევროპის ჩემპიონია

ევროპის 14-წლამდე ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ ოქროს მედალი პირველად მოიპოვა. კონტინენტის პირველობაზე წარმატებას დანიელ ტარასკინმა მიაღწია, რომელიც გულშემატკივრებს წინაშე პირველად რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა, როდესაც დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი მოიგო.

ტარასკინმა ფინალამდე ლუქსემბურგელ რუბენ ჟეკერეშს, იტალიელ ჯორჯო სკოლაროს, თურქ პოირაზ ნუზუმლაერს და პოლონელ გრჟეგროჟ ვარეცკის აჯობა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უნგრელი მეით დეკანი დაამარცხა. ევროპის 14-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს კიდევ ერთი მედალი ლაზარე ჩიტაძემ მოუტანა, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ცნობისათვის, უფროსი ასაკის სპორტსმენების მსგავსად, ბოლო პერიოდში ქართულ ფარიკაობას წარმატებები უმცროს ასაკშიც აქვს, რაზეც ტარასკინის გარდა, ალექსანდრა კუვაევასა და გიორგი ურუშაძის მაღალი დონის შედეგებიც მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაზაძის ბრინჯაო გრან პრიზე - 2026 წლის პირველი მედალი
ბაზაძის ბრინჯაო გრან პრიზე - 2026 წლის პირველი მედალი