ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე
Aa
Aa

გამაგრდი, ამასაც გადავიტანთ | ხვიჩას მხარდაჭერა დეზირე დუეს

ლიგა 1-ის მე-11 ტურში ნიცა შინ პსჟ-სთან 2:3 დამარცხდა. 32-ე წუთზე დეზირე დუემ პარიზული გუნდი დააწინაურა, მისი გოლით ანგარიში 1:2 გახდა. ტაიმის მიწურულს დუე დაშავდა და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტრავმა საკმაოდ მძიმეა: დეზირეს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ Instagram-ის „სთორიში“ დუეს მისამართით დაწერა: „მაგრად იყავი, ძმაო. ამასაც გადავიტანთ და მალე ისევ ერთად დავბრუნდებით მინდორზე — ღიმილით და იმის კეთებით, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს. ყველანი შენ გვერდით ვართ“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში „ბარსელონასთან“ მატჩში გაიწყვიტა. სამწუხაროდ, მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. დიდი ალბათობით, კვარაცხელია მწვანე მოედანს სრული დატვირთვით მომდევნო სეზონში დაუბრუნდება.

ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა (377 წუთი), თავი 1 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მან 3-დან ორ შეხვედრაში ითამაშა: „სლოვანთან“ სათადარიგოთა სკამზე იჯდა, „მან. სიტისთან“ შეცვლაზე გამოვიდა (24 წუთი ითამაშა), „ბარსელონასთან“ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ტრავმის გამო 59-ე წუთზე შეცვალეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები