სანდრო ბაზაძე
Aa
Aa

ბაზაძის ბრინჯაო გრან პრიზე - 2026 წლის პირველი მედალი

ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა სანდრო ბაზაძემ 2026 წელს საერთაშორისო ტურნირებზე პირველი მედალი მოიპოვა. 32 წლის ქართველმა სპორტსმენმა სამხრეთ კორეის პრესტიჟულ გრან პრიზე იასპარეზა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ტურნირის ნახევარფინალშიც სანდრომ ღირსეულად იასპარეზა, თუმცა ფრანგ მაქსიმ პიანფეტთან დამარცხდა.

რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას, ბაზაძემ შეჯიბრება 1/32 ფინალიდან დაიწყო, სადაც იაპონელ იუტო რიკიკატეს 15:9 აჯობა. ამას მოჰყვა მერვედფინალში თურქ ფურკან იამანთან მოპოვებული გამარჯვება 15:6, ხოლო მეოთხედფინალში სანდრო ფრანგ მარკო მასტრულოზე ძლიერი აღმოჩნდა და მოწინააღმდეგეს 15:6 მოუგო.

ცნობისათვის, სანდრო ბაზაძეს წინ საკმაოდ დატვირთული კალენდარი აქვს - 15-17 მაისს საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, აქედან ერთ კვირაში კაიროში მსოფლიოს თასის გათამაშებაა დაგეგმილი, ხოლო 16-დან 21 ივნისამდე საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაზაძე და ახალგაზრდები - ორი ისტორიული გამარჯვება
ბაზაძე და ახალგაზრდები - ორი ისტორიული გამარჯვება