სახვაძე საუკეთესოდ დასახელდა - ქართული ფარიკაობის მორიგი აღიარება
Aa
Aa

სახვაძე საუკეთესოდ დასახელდა - ქართული ფარიკაობის მორიგი აღიარება

უკანასკნელ პერიოდში ფარიკაობაში ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ტურნირებზე სერიოზული წარმატებები აქვს, რაც მეტწილად სანდრო ბაზაძის დამსახურებაა. ახლა კი სპორტის ამ სახეობაში საქართველოს გამორჩეული წარმომადგენელი ბილიკებს მიღმაც გამოუჩნდა და არბიტრმა დავით სახვაძემ ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რაც უდავოდ აღნიშვნის ღირსია.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ კონგრესზე სახვაძე დაშნით ფარიკაობაში 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო მსაჯად დაასახელეს. ღონისძიებას, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ოდნავ დაგვიანებით გაიმართა, თავად ქართველი თემიდის მსახური ესწრებოდა და პრიზი ადგილზე მიიღო. უახლოეს წარსულში, არბიტრობის პარალელურად, დავითი საქართველოს ფარიკაობის ფედერაციაში გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2017 წელს ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ცნობისათვის, დავით სახვაძე აქტიური სპორტული კარიერის მანძილზე ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონი რამდენჯერმე გახდა, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი კი 2000 წლიდან არის და მას შემდეგ 70-მდე უმაღლესი დონის ტურნირზე იმუშავა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პირველი ოქრო 14-წლამდელებს შორის - ტარასკინი ევროპის ჩემპიონია
    პირველი ოქრო 14-წლამდელებს შორის - ტარასკინი ევროპის ჩემპიონია