დიმიტრი აბდუშელიშვილი
Aa
Aa

ევროპის შესარჩევი საქართველოში - ისტორიული მემორანდუმი

საქართველო წყალბურთში ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს უმასპინძლებს. ამის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ბათუმში, „შავი ზღვის თასის“ პირველი საერთაშორისო შეჯიბრების დასრულების შემდეგ მიიღეს და მემორანდუმიც გაფორმდა. როგორც ჩანს, მასპინძლების მიერ გაწეული საორგანიზაციო სამუშაოებით ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო ხოსე სილვა უკიდურესად კმაყოფილი დარჩა და ქართულ მხარეს კიდევ ერთი საპასუხისმგებლო მისია მიანდო.

კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2027 წელს ჩატარდება, ზუსტი თარიღი კი ოდნავ მოგვიანებით დაზუსტდება. თანამშრომლობის ხელშეკრულებას, სადაც სწორედ საქართველოს კიდევ ერთი სერიოზული შეჯიბრების მასპინძლობაზე იყო ყურადღება გამახვილებული, ანტონიო ხოსე სილვას გარდა, ჩვენი ქვეყნის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა მოაწერეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახლადაშენებული საცურაო აუზი რამდენიმე დღის განმავლობაში წყალბურთში „შავი ზღვის თასის“ პრესტიჟულ გათამაშებას მასპინძლობდა, სადაც „აპოლომ“ - მეხუთე, ხოლო „დინამო თბილისმა“ მეშვიდე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ეს გამოცდილება მომავალში დაგვეხმარება“ - პრეზიდენტმა მსოფლიო თასი შეაფასა
    „ეს გამოცდილება მომავალში დაგვეხმარება“ - პრეზიდენტმა მსოფლიო თასი შეაფასა