ოთხი კლუბი ევროტურნირზე - ქართული წყალბურთის ისტორიული მიღწევა
ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირებზე ქართული წყალბურთი 4 გუნდით იქნება წარმოდგენილი. „აპოლოსა“ და თბილისის „დინამოს“ შემდეგ, ევროპულ ასპარეზზე „ოლიმპს“ და „იბერიას“ ვიხილავთ. ორივე გუნდმა კონფერენს თასის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია.
C ჯგუფის მატჩებს ოლიმპიკის აუზმა უმასპინძლა, სადაც „ოლიმპელებმა“ განახლებული შემადგენლობით იასპარეზეს პირველ ტურში City Of Manchester (ინგლისი) 14:10, ხოლო მეორეში ZVL 1886 (ნიდერლანდები) ასეთივე ანგარიშით დაამარცხეს და ორი მოგებით მომდევნო ეტაპზე გავიდნენ. თავის მხრივ, უნგრეთის ქალაქ სეგედში „იბერიამ“ „ბანია-ლუკა“ (ბოსნია) 27:6, „დუისბურგი“ (გერმანია) 9-8 დაამარცხა და ორი მოგებით შემდგომ ეტაპზე გადავიდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს