საბა ტყეშელაშვილი
Aa
Aa

რვა ტრანსფერი და დიდი გეგმები - აპოლო ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერდა

უახლოეს პერიოდში წყალბურთის კლუბ „აპოლოს“ ორ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე მოუწევს ასპარეზობა და ბუნებრივია, კლუბის ხელმძღვანელებმა ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად გაძლიერებაზე სერიოზულად იზრუნეს. სანამ ტრანსფერებზე ვისაუბრებდეთ, გეტყვით, რომ 18-20 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მატჩებს თბილისში ჩაატარებს და მისი მეტოქეები იტალიის „ბრეშა“, ესპანეთის „საბადელი“ და მონტენეგროს „ბუდვა“ იქნებიან. ოქტომბერში კი ბათუმში, „აპოლო“ შავი ზღვის თასის პრესტიჟულ გათამაშებაში მასპინძლის სტატუსით იასპარეზებს.

უძლიერეს მოწინააღმდეგებთან დაპირისპირებისთვის „აპოლომ“ რვა ახალი წყალბურთელი დაიმატა, საიდანაც ერთი საქართველოს ნაკრების წევრი, შვიდი კი ლეგიონერია. საქართველოს საუკეთესო კლუბს შეუერთდნენ იგორ ჩირკოვი, მარტინ გარდაშევიჩი, ფილიპ გარდაშევიჩი, ლაზარ სტეფანოვიჩი, ვუკ დრაშკოვიჩი და ნიკოლა მოსკოვი. ცალკე აღნიშვნის ღირსია კლუბში ეროვნული გუნდის წევრის საბა ტყეშელაშვილის ჩარიცხვა და ევროპისა და ოლიმპიურ ჩემპიონთან, ნემანია ვიცოსთან კონტრაქტის გაფორმება.

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის და შავი ზღვის თასისთვის მზადების ფარგლებში „აპოლომ“ იტალიაში „პრო რეკოსთან“ საჩვენებელ-მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასული სეზონის დასრულების შემდეგ კი კლუბს კაპიტანი იოვან სარიჩი დაემშვიდობა, რომელმაც კარიერა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს გამოცდილება მომავალში დაგვეხმარება“ - პრეზიდენტმა მსოფლიო თასი შეაფასა
„ეს გამოცდილება მომავალში დაგვეხმარება“ - პრეზიდენტმა მსოფლიო თასი შეაფასა