წყალბურთის ევროპის ჩემპიონატი U20 | მე-5 ადგილის შანსი საქართველოს ნაკრებს
პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში მიმდინარე 20-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურდა. ქართველმა ახალგაზრდებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ნეიტრალურ ათლეტთა გუნდი დამაჯერებლად, 17:7 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობა – 2:1, 5:4, 3:0 და 7:2.
ქართველ წყალბურთელთა შორის ყველაზე შედეგიანი ლადო რამინიშვილი იყო, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. სანდრო იობიძემ, ივა ჭუბაბრიამ და ნიკოლოზ ყურაშვილმა 2-2 გოლი მიითვალეს, თითო გოლი კი გიორგი ვეშაგურის, ნიკოლოზ გიორგობიანის, ლაშა-გიორგი ხუციანიძის, ლუკა ხურცილავას, დავით ლანდიასა და ლუკა რუბაშვილის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: დავით მაჭავარიანი, ალექსანდრე ბაბიაშვილი; გიორგი ვეშაგური, სანდრო იობიძე, ივა ჭუბაბრია, ლადო რამინიშვილი, ნიკოლოზ გიორგობიანი, ლაშა-გიორგი ხუციანიძე, ნიკოლოზ ყურაშვილი, ლუკა ხურცილავა, დავით ლანდია, გიორგი აბესაძე, საბა გუჯარაიძე და ლუკა რუბაშვილი.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მეხუთე ადგილისთვის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი წყალბურთელები 16 აგვისტოს უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.