რაგბი | საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია. კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრაში გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი გუნდი ესპანეთთან 17:23 დამარცხდა.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ რიგებში თითო ლელო გიორგი ხონელიძემ და მათე ბერუაშვილმა დადეს, ორი გარდასახვა და ჯარიმა კი ლუკა ჭაკუას ანგარიშზეა.
შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ლუკა მუშკუდიანი, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. ლუკა შულაია, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).
მარქაფა: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. საბა მაჭარაშვილი, 19. დავით ლაცაბიძე, 20. ნიკოლოზ ხარებავა; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. რეზი ცხვედიანი; 24. ნიკა ჯანგულაშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. გეგა გიორგობიანი.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. წლევანდელის მსგავსად, შარშანდელ ტურნირზეც ფინალში ესპანელებმა საქართველოს ნაკრებს მოუგეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს