საქართველოს ნაკრების პრობლემა ბოლო პასი იყო | უნგრელთა მწვრთნელი საქართველოზე
ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფის მე-5 ტურში საქართველო მიხეილ მესხზე უნგრეთთან 0:2 დამარცხდა.
73-ე წუთზე როლანდ შალაიმ მეორე სართულზე ლაშა დვალს ორთაბრძოლა მოუგო, ბურთი დვალს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. დვალის ავტოგოლი დაფიქსირდა. 85-ე წუთზე ბარნაბას ვარგამ ანგარიში ორამდე გაზარდა.
მატჩის შემდეგ უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ მედიასთან ისაუბრა.
„ჩვენი წარმატება ერთიანობამ განაპირობა. ერთიანობის გარეშე წარმატება შეუძლებელია.
პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში თამაში გამოვასწორეთ. ბოლო 4-5 წელია ასე ცუდად არ გვითამაშია, როგორც დღეს პირველ ტაიმში ვითამაშეთ
ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია, თუმცა საქართველოს ნაკრებს სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც ჰყავთ. მიქაუტაძე, კვერნაძე, ჩაკვეტაძე აქტიურები იყვნენ, თუმცა მათი პრობლემა ბოლო პასი იყო, შეტევის ბოლო მომენტში შეცდომებს უშვებებდნენ''.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში ჩრდილოეთ ირლანდია უკრაინას დაუპირისპირდება.
ამ მომენტისთვის ერთა ლიგის B ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთი 10 ქულით პირველზეა, ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით მეორე პოზიციაზეა, უკრაინა 4 ქულით მესამეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია, ხუთ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციაზეა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში უკრაინას სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში დაუპირისპირდება (17 ნოემბერი, 23:45).
მიმდინარეობს განახლება
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს