ისევ გოლის გარეშე - საქართველო უნგრეთთან დამარცხდა
Aa
Aa

ისევ გოლის გარეშე - საქართველო უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და უშანსოდ 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ჯვაროსნებმა კარგად დაიწყეს და სწრაფ ტემპში უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა კვლავ ვერ მოხერხდა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარში უნგრეთმა ბურთი მოიპოვა და მატჩს მეტწილად სტუმრები აკონტროლებდნენ.

მეორე ნახევარში, უნგრეთი გააქტიურდა და ბევრ მომენტს ქმნიდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, საქართველო გაშვებულ გოლს გაგნიძემ გადაარჩინა, რომელმაც ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. ასევე დამაჯერებელი იყო გიორგი მამარდაშვილიც, რომელმაც რამდენიმე კარგი მოგერიება შემოგვთავაზა.

73-ე წუთზე უნგრეთმა ანგარიში გახსნა. მეტოქის დარტყმის შედეგად, ბურთი ლაშა დვალს მოხვდა და გოლიც ამ უკანასკნელს ჩაეწერა. საქართველო გააქტიურდა და კარგადაც უტევდა, თუმცა უკან სივრცეები დარჩა.

85-ე წუთზე, ზურიკო დავითაშვილი მეტოქის საჯარიმოში წაიქცა, თუმცა მსაჯს რეაგირება არ ჰქონდა. აღნიშნულ მომენტს უნგრეთის კონტრ-შეტევა და ვარგას გოლი მოყვა.

სამწუხაროდ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ზედიზედ 5 მატჩია გოლი არ აქვს გატანილი და მხოლოდ 2 ქულა აიღო. შემდეგ მატჩს ჯვაროსნები უკრაინის წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 17 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    “დიდი გამოცდილება მივიღე“ - თორნიკე კვარაცხელია MARCA-ს ესაუბრა
    “დიდი გამოცდილება მივიღე“ - თორნიკე კვარაცხელია MARCA-ს ესაუბრა