ბარსელონა დაამარცხეს | აპოლოს მეორე გამარჯვება ევროთასზე
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა, „აპოლომ“, ევროთასზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. „აპოლო“ თბილისში „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და სამიდან სამი მოგების მქონე მეტოქე 22:20 დაამარცხა.
პირველი ტაიმი ქართული კლუბის უპირატესობით წარიმართა. საწყისი მეოთხედი „აპოლომ“ 4:3 მოიგო, ხოლო შესვენებაზე სამი გოლით იყო წინ — 11:8. მესამე მეოთხედში „ბარსელონამ“ ანგარიში გაათანაბრა და ყველაფერი ბოლო რვა წუთში გაირკვა, რომელიც უკეთესად „აპოლომ“ ჩაატარა.
ქართული კლუბის რიგებში ყველაზე მეტი, 5 გოლი დმიტრი ალექსეევმა გაიტანა. ფილიპ გარდაშევიჩის ანგარიშზე ოთხი გოლია, ხოლო ვუკ დრაშკოვიჩმა, საბა ტყეშელაშვილმა, სრდან ვუკსანოვიჩმა, ანდრია ბითაძემ და ნიკოლა მოსკოვმა 2-2 გოლი გაიტანეს. მატია სლადოვიჩმა, ნემანია ვიკომ და ხვიჩა ჯახაიამ მეტოქის კარი თითო-თითოჯერ აიღეს.
ოთხი ტურის შემდეგ „აპოლოს“ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. საქართველოს ჩემპიონი პლეიოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს და მისი მომდევნო მეტოქე „აპოლონ სმირნისია“, რომელსაც 3 დეკემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს