წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - ცნობილია აპოლოს თამაშების განრიგი
თბილისი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს. 18-20 სექტემბერს „ოლიმპიკის“ აუზში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომელშიც საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „აპოლო“ იასპარეზებს.
ქართული გუნდი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები იტალიური „ბრეშა“, ესპანური „საბადელი“ და მონტენეგრული „ბუდვა“ იქნებიან. „აპოლო“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრას თბილისში ჩაატარებს.
„აპოლოს“ თამაშების განრიგი:
18 სექტემბერი
17:00 | „ბრეშა“ – „საბადელი“
19:00 | „აპოლო“ – „ბუდვა“
19 სექტემბერი
17:00 | „საბადელი“ – „ბუდვა“
19:00 | „აპოლო“ – „ბრეშა“
20 სექტემბერი
17:00 | „ბუდვა“ – „ბრეშა“
19:00 | „აპოლო“ – „საბადელი“
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „აპოლოს“ ღირსებას 17 წყალბურთელი დაიცავს. გუნდის შემადგენლობა ასეთია:
დმიტრი ალექსეევი, იგორ ჩირკოვი, ვუკ დრაშკოვიჩი, მარტინ გარდაშევიჩი, ფილიპ გარდაშევიჩი, ხვიჩა ჯახაია, ბექა კაპანაძე, ნიკოლა მოსკოვი, ნინო მუდრაჟია, დრაგოლუბ როგაჩი, მატია სლატოვიჩი, ლაზარ სტეპანოვიჩი, საბა ტყეშელაშვილი, ანდრია ბითაძე, დუშან ვასიჩი, ნემანია ვიცო, სრდან ვუკსანოვიჩი.
„აპოლოს“ მთავარი მწვრთნელი დმიტრი სტრატანია, მისი ასისტენტი კი იოვან სარიჩი.