უმტიტი: ვინის გამო ვწუხვარ, ოქროს ბურთის ვერმოგების შემდეგ იმავე დონეზე ვეღარ თამაშობს
ვინისიუს ჟუნიორი „რეალში“ ამჟამად თავის ყველაზე ცუდ პერიოდს გადის. ჩემპიონთა ლიგაზე ათენის „აეკ-ის“ წინააღმდეგ მისმა თამაშმა დაადასტურა, რომ ის ამჟამად თანაგუნდელების დონეზე არ იმყოფება. ეს უკვე გარკვეული ხანია შესამჩნევია და ამას ყურადღება „ბარსელონას“ ყოფილმა მოთამაშემ და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ამჟმად ფრანგული ტელეარხის, RMC-ის კომენტატორმა, სამუელ უმტიტიმაც მიაქცია.
„გული მიკვდება მის გამო! კვირების, თვეების, მთელი მონაკვეთების განმავლობაშიც კი, ის მართლაც შორს არის თავისი საუკეთესო ფორმისგან. ის უკვე აღარ არის შიშისმომგვრელი. საერთოდ აღარ იწვევს შიშს.
ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო, ეს მასზე უარყოფითად აისახა. უბრალოდ გვიჭირს იმ წინანდელი, ენერგიული ვინის პოვნა. ახლა ის სულ სხვა ფეხბურთელია“,
- განაცხადა უმტიტიმ.
ბრაზილიელმა „რეალში“ ძირითადი შემადგენლობის ადგილი დიომანდესთან ბრძოლაში დათმო, რომელიც თავის შანსს მაქსიმალურად იყენებს. მომდევნო მატჩისთვის ვინისიუსი კვლავ დისკვალიფიცირებულია, ასე რომ მოურინიოს ჯერ კიდევ არ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება: გააგრძელოს დიომანდეს ნდობა თუ შეეცადოს ვინისიუსის ძირითადში დაბრუნებას მისი სტატუსისა და იერარქიის გათვალისწინებით - იმ რისკის ფასად, რომ ზიანი მიადგეს გუნდის საერთო თამაშის ხარისხს. ეს ხარისხი კი ბრაზილიელის გარეშე მოედანზე გაუმჯობესდა, რადგან გუნდმა ბოლო მატჩებში უკეთესი ბალანსი იპოვა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს