„ეს სანაკრებო კარიერის დასრულების საუკეთესო გზა არ ყოფილა“ - ამორიმი რონალდუზე
„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუს მიერ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.
„ეს არ იყო ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების საუკეთესო გზა, თუმცა ყველანი ხედავენ, რა გააკეთა მან ჩვენი ეროვნული გუნდისთვის. ადამიანებმა მთელ მსოფლიოში იციან ის იმის გამო, რაც გააკეთა.
ბევრი პორტუგალიას სწორედ კრიშტიანუ რონალდუს წყალობით იცნობს. ის დიდებულ კლუბებში თამაშობდა. მას, ეჭვგარეშეა, კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეეძლება ჩვენი ქვეყნისთვის საფეხბურთო მოედნის მიღმაც“, - განაცხადა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ნაკრების შეკრება მას შემდეგ დატოვა, რაც მთავარმა მწვრთნელმა, ჟორჟე ჟეზუშმა გადაწყვიტა ის 27 სექტემბერს გამართულ ნორვეგიასთან მატჩში არ ეათამაშებინა. ფორვარდმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ჟეზუში მისთვის მიცემული პირობების დარღვევაში დაადანაშაულა, კერძოდ, მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ის არ თქვა, რაც კრიშტიანუსთან იყო შეთანხმებული.
დღეს კი, პორტუგალიელმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს