3 დებიუტანტი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
უეფას ერთა ლიგის 2026 წლის სეზონის ბოლო ორი მატჩისთვის, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
შემადგენლობაში სამი დებიუტანტია - დინამო ბათუმის მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული პოლისიას მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვაკური ტრნავის სპარტაკის ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფეშვილი.
საქართველოს ნაკრები შეკრებას 9 ნოემბრიდან დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი)

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთის ნაკრებს შეხვდება, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში კი 17 ნოემბერს, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს