საბა ტყეშელაშვილი, ანდრია ბითაძე
Aa
Aa

გოლი მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე | აპოლომ აპოლონ სმირნისი დაამარცხა

საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში „აპოლომ“ ევროთასის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა გამართა. „აპოლო“ თბილისში ბერძნულ „აპოლონ სმირნისს“ დაუპირისპირდა და დრამატული მატჩი ბოლო წამებზე მოიგო — 21:20.

პირველი მეოთხედი უკეთ სტუმრებმა ჩაატარეს და 7:4 იმარჯვეს, თუმცა მეორე რვაწუთიან მონაკვეთში უკეთესი „აპოლო“ იყო და შესვენებაზე ანგარიში თანაბარი გახლდათ — 10:10. საქართველოს ჩემპიონმა მესამე მეოთხედი 7:5 მოიგო, თუმცა დასკვნით მეოთხედში სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს.

გამარჯვებულის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე 12 წამით ადრე, 20:20-ზე, „აპოლონ სმირნისმა“ ბურთი დაკარგა. „აპოლომ“ შეტევის ორგანიზება მოასწრო და დმიტრი ალექსეევმა გამარჯვების გოლი სათამაშო დროის დასრულებამდე 7 წამით ადრე გაიტანა.

„აპოლოს“ მხრიდან 5 გოლით სწორედ ალექსეევი გამოირჩა. ვუკ დრასკოვიჩმა და ნიკოლა მოსკოვმა 3-3 ბურთი გაიტანეს. ანდრია ბითაძის, ფილიპ გარდაშევიჩისა და ნემანია ვიკოს ანგარიშზე 2-2 გოლია, ხოლო საბა ტყეშელაშვილმა, სრდან ვუკსანოვიჩმა, დუშან ვაშიჩმა და მატია სლადოვიჩმა თითო-თითო გოლი მიითვალეს.

ცნობისთვის, „აპოლოს“ სამი ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება. პირველ ადგილზე „ბარსელონაა“, რომელიც დღეს თავის შეხვედრას „ტერასას“ წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „უნდა დავამტკიცო, რომ მწვრთნელი ცდება“ | მიქაუტაძე DAZN-ს ესაუბრა
    „უნდა დავამტკიცო, რომ მწვრთნელი ცდება“ | მიქაუტაძე DAZN-ს ესაუბრა