ევროთასის კვალიფიკაცია - დინამო პროვანსთან დამარცხდა
Aa
Aa

ევროთასის კვალიფიკაცია - დინამო პროვანსთან დამარცხდა

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დაიწყო. ქართველმა წყალბურთელებმა პირველი შეხვედრა საფრანგეთში, ადგილობრივ „პროვანსთან“ გამართეს და ანგარიშით 9:14 დამარცხდნენ.

„დინამოს“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გიორგი მაგრაქველიძე იყო, რომელმაც მეტოქის კარში ოთხი გოლი გაიტანა. არტიომ დიხტიარენკამ შეხვედრა სამი გოლით დაასრულა, ხოლო ფიოდორ ავერკამ და ნიკოლოზ ყურაშვილმა თითო გოლი მიითვალეს.

თბილისურ გუნდს საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ორი შეხვედრა დარჩა. „დინამო“ 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 საათზე, „პრომორაცს“ დაუპირისპირდება, ხოლო 11 ოქტომბერს, 11:30 საათზე, თურქულ „გალათასარაის“ შეხვდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საფრანგეთი მასპინძლობს. ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას თითოეული ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსნები მოიპოვებენ. შესაბამისად, „დინამოსთვის“ მომდევნო ორი შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჯგუფიდან გასვლის შანსის შესანარჩუნებლად.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რვა ტრანსფერი და დიდი გეგმები - აპოლო ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერდა
რვა ტრანსფერი და დიდი გეგმები - აპოლო ჩემპიონთა ლიგისთვის გაძლიერდა