მეექვსე მოგება ზედიზედ - ბორჯღალოსნებმა აშშ დაამარცხეს
მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ბოლო ტურში „ბორჯღალოსნებმა“ „მიხეილ მესხზე” აშშ-ს ნაკრები დაამარცხეს და წელი ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით დაამთავრეს.
პირველი ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა 14:3 მოიგეს - ლელოები ლუკა ივანიშვილისა და გიორგი შველიძის ანგარიშზეა, ორი გარდასახვა კი ლუკა მატკავამ შეასრულა.
მეორე ტაიმში კვლავ ივანიშვილმა გაზარდა „ბორჯღალოსნების“ უპირატესობა. თითო ლელო დადეს აკაკი ტაბუცაძემ და დაჩი პაპუნაშვილმა. 65-ე წუთზე ტაბუცაძემ კიდევ ერთი ლელო მიითვალა, რასაც ამერიკელებმა ლელოთი და ზუსტი გარდასახვით უპასუხეს, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა - 38:10.
შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (კაპ.), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი შველიძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. დაჩი პაპუნაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე;
შერკინება: 1. სერგი აბრამიშვილი, 2. ვანო კარკაძე, 3. ბაჩუკი ჭუმბაძე, 4. გაგი მარგველაშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ლუკა ივანიშვილი, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.
მარქაფა: 16. ლუკა გოგინავა, 17. გიორგი ახალაძე, 18. ბექა გიგაშვილი, 19. მიხეილ შიოშვილი, 20. ილია სპანდერაშვილი, 21. თორნიკე ჯალაღონია; 22. ვასილ ლობჟანიძე, 23. თედო აბჟანდაძე.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს