საქართველოს 18-წლამდე ნაკრების ორი მორაგბე ევროპის საუკეთესოებს შორის
Aa
Aa

საქართველოს 18-წლამდე ნაკრების ორი მორაგბე ევროპის საუკეთესოებს შორის

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების ორი წარმომადგენელი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართული ტურნირის დასრულების შემდეგ Rugby Europe-მა საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა, რჩეულთა შორის კი ლუკა შულაია და ლუკა ბარბაქაძე შეიყვანა.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხი განიცადეს და ტურნირი ვერცხლის მედლებით დაასრულეს.

Rugby Europe-მა ქართველი მორაგბეების გამოსვლა დადებითად შეაფასა და მათი გამორჩეული თვისებებიც გამოყო.

„საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატი, შესაძლოა, წარმატებულად ვერ ჩაითვალოს, რადგან მათი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იყო. ქართველების შემადგენლობაში ლუკა ბარბაქაძე გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილი გახლდათ. მან ტურნირი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და გამორჩეული იყო როგორც შეტევაში, ისე დაცვაში.

საქართველოს ნაკრებში კარგი ტურნირი ჰქონდა ლუკა შულაიასაც, რომელმაც დერეფანში გამორჩეული თამაშით დაგვამახსოვრა თავი — სამ მატჩში მეტოქის დერეფანი ექვსჯერ მოიგო. გარდა ამისა, ის გუნდს რაქში ბურთის მოპოვებაშიც ეხმარებოდა“,

— წერს Rugby Europe.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები