აპოლო მეხუთეა, ჩემპიონი ფერენცვაროში გახდა - შავი ზღვის თასი
Aa
Aa

აპოლო მეხუთეა, ჩემპიონი ფერენცვაროში გახდა - შავი ზღვის თასი

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში წყალბურთის მოყვარულების ყურადღება არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით ბათუმისკენ იყო მიპყრობილი, სადაც ახლადაშენებულმა საცურაო აუზმა წყალბურთში შავი ზღვის თასის პირველ გათამაშებას უმასპინძლა. პრესტიჟულ შეჯიბრებაში საქართველოს ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის, „აპოლოსა“ და „დინამო თბილისის“ გარდა, მსოფლიო და ევროპული წყალბურთის ისეთი გრანდები მონაწილეობდნენ, როგორებიც იტალიის „პრო რეკო“ და უნგრეთის „ფერენცვაროში“ არიან.

სწორედ იტალიურმა და უნგრულმა კლუბებმა გაითამაშეს ტურნირის ოქროს მედლები და ფინალშოი „ფერენცვაროშმა“ „პრო რეკო“ 3-ბურთიანი სხვაობით, 18:15 დაამარცხა. მადიარებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვეს, როდესაც  აპენინელებს ერთი ბურთის გატანის საშუალებაც არ მისცეს. რაც შეეხება მატჩს ბრინჯაოს მედლებისთის, გერმანიის „ვასპო ჰანოვერმა“ სერბეთის „ნოვი ბეოგრადს“ 15:13 აჯობა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

ცნობისათვის, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა „აპოლომ“ ტურნირზე ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა და მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში საფრანგეთის „მარსელს“ 16:15 აჯობა. კიდევ ერთმა ქართულმა კლუბმა „დინამო თბილისმა“ კი იაპონიის „კაშივაზაკის“ 12:10 მოუგო და მეშვიდე პოზიციას დასჯერდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    აპოლომ სამიდან ერთი მოიგო - საქართველოს ჩემპიონმა ევროთასზე გადაინაცვლა
    აპოლომ სამიდან ერთი მოიგო - საქართველოს ჩემპიონმა ევროთასზე გადაინაცვლა