დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

ნინიაშვილის პირველი ლელო სეზონში | ლა როშელმა ლაიონსი დაამარცხა

რაგბის ევროპის ჩემპიონთა თასზე „ლა როშელმა’’ შინ სამხრეთაფრიკული „ლაიონსი’’ 31:14 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო 15-ეულში დავით ნინიაშვილმა ითამაშა, 39-ე წუთზე ლელო დადო, ფრანგმა ანტუან ასტოიმ გარდასახვა არაზუსტად შეასრულა. 

მიმდინარე სეზონში ნინიაშვილმა ტოპ 14-ში 6-დან 3 მატჩი ჩაატარა, სეზონში პირველი ლელო დღეს „ლაიონსთან’’ დადო.

 

ევროპის ჩემპიონთა თასის მეორე ტურში, 12 დეკემბერს „ლა როშელი'' ინგლისურ „სარასენსს'' ესტუმრება. მეორე ჯგუფში „ლა როშელთან'', „ლაიონსთან'' და „სარასენსსთან'' ერთად „ექსეტერ ჩიფსი'', „ტულუზა'' და „კონახტი'' არიან.

24 წლის ქართველი მორაგბე „ხვამლის’’ აღზრდილია, 2021-25 წლებში ტოპ 14-ის „ლიონში’’ თამაშობდა, 2025 წლის ზაფხულიდან „ლა როშელში’’ გამოდის.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    40-მეტრიანი რეიდი | პაპუნაშვილის ბრწყინვალე ლელო საფრანგეთში
    40-მეტრიანი რეიდი | პაპუნაშვილის ბრწყინვალე ლელო საფრანგეთში