U18 | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
Aa
Aa

U18 | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს ნოემბრის პირველ ნახევარში ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა უმასპინძლებს.

ტურნირში 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: საქართველო, ესპანეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, გერმანია, პორტუგალია, პოლონეთი და ბელგია.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფლეი ოფის სისტემით იმართება. 1/4-ფინალური შეხვედრები 7 ნოემბერს გაიმართება, ნახევარფინალები 10 ნოემბერს, ხოლო ფინალები 14 ნოემბერს შედგება.

მეოთხედფინალში საქართველო პოლონეთს ჩვენი დროით 16:30 საათზე შეხვდება. მანამდე ესპანეთი ბელგიას, მერე კი ნიდერლანდები პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი გერმანიას ეთამაშება. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი თასის ნახევარფინალში ნიდერლანდებსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულ გუნდს შეერკინება.

საქართველო ბოლო ათი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია, საიდანაც პირველი სამი ფინალი საფრანგეთთან დათმო, მეოთხე ჯერზე კი მას გადამწყვეტ მატჩში სძლია და მას შემდეგ ტიტულს ზედიზედ ექვსჯერ დაეუფლა. შარშან ფინალი ესპანეთთან დავთმეთ და წელს ჩემპიონის თასის დაბრუნებას პრაღაში ვეცდებით.

წყარო - Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამარჯვება და მესამე ადგილი - შავი ლომი ჩიტასს ურთიერთშეხვედრებში გაუთანაბრდა
გამარჯვება და მესამე ადგილი - შავი ლომი ჩიტასს ურთიერთშეხვედრებში გაუთანაბრდა