დაჩი პაპუნაშვილი
Aa
Aa

40-მეტრიანი რეიდი | პაპუნაშვილის ბრწყინვალე ლელო საფრანგეთში

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში, პრო D2-ის მე-6 ტურში მონტობანმა შინ ბრივი 32:24 დაამარცხა. 35-ე წუთზე მასპინძელთა ქართველმა მორაგბემ, დაჩი პაპუნაშვილმა ბრწყინვალე, დაახლოებით 40-მეტრიანი რეიდი განახორციელა და ლელო დადო. მონტობანი მარცხდებოდა, ანგარიში 12:13 იყო, დაჩიმ ლელოთი თამაში შემოატრიალა -  17:13. ქართველი მორაგბე მონტობანში სადებიუტო სეზონს ატარებს და ეს მისი პირველი ლელოა ამ კლუბის რიგებში.

 

პრო D2-ში მონტობანმა 6-დან 4 მატჩი მოიგო, 2 დათმო, 16-გუნდიან ჩემპიონატში 17 ქულით მეხუთეზეა.

24 წლის ქართველი ფულბეკი 2018-19 წლებში „არმიაში'' თამაშობდა, 2022-2026 წლებში  პრო D2-ის „ორიაკში'' გამოდიოდა, გასულ ზაფხულში კი „მონტობანს'' შეუერთდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები