ირაკლი მჭედლიძე
Aa
Aa

ხონელიძის სადებიუტო - მჭედლიძის დუბლი 70-ე მატჩში

გასულ შაბათ-კვირას ქართველი მორაგბეების უმეტესობა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობდა და შესაბამისად, საკლუბო მატჩებში ნაკლები რაოდენობით იყო ჩვენი ქვეყანა წარმოდგენილი, თუმცა ლელოების გარეშე საფრანგეთის PRO D2-ის მეთერთმეტე ტურიც არ დაუსრულებიათ და „ოიონა“ - „ბრივის“ (32:22) შეხვედრაში სამი ქართული ლელო დაიდო.

განსაკუთრებით გამოსარჩევია ირაკლი მჭედლიძის ასპარეზობა, რომელიც კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს და საიუბილეო, 70-ე შეხვედრაში მეტოქის ჩათვლის მოედანი ორჯერ აიღო. მჭედლიძის პერფომანსს მოჰყვა ბასა ხონელიძის სადებიუტო ლელო, როდესაც 23 წლის მორაგბემ 22-მეტრიანი რეიდი ლოგიკურად დაასრულა. მჭედლიძის და ხონელიძის გარდა, „ორიაკის“ სასტარტოში გიორგი ქართველიშვილი იყო და სამივე მათგანმა მოედანი 62-ე წუთზე დატოვა. მასპინძლების რიგებში ცვლილებაზე გამოჩნდა ლაშა ტაბიძე, ხოლო „კოლომიეს“ შემადგენლობაში მამუკა მსტოიანმა 56 წუთი იასპარეზა.

ცნობისათვის, თერთმეტ ტურში დაგროვებული 31 ქულით „ორიაკი“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, ხოლო „კოლომიე“ 23 ქულით მეთორმეტე პოზიციას იკავებს.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გორგაძე მშობლიურ ქალაქში - კაპიტანმა უნიკალური აკადემია მოინახულა
    გორგაძე მშობლიურ ქალაქში - კაპიტანმა უნიკალური აკადემია მოინახულა