„ბითაძე ლეიკერსში? ჯერ დონჩიჩთან სიტუაცია უნდა განიმუხტოს“ - The Athletic-ის ჟურნალისტი
გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა დენ ვოიკმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გოგა ბითაძის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.
- რამდენად სავარაუდოა, რომ „ლეიკერსი“ დერიკ ჯონს უმცროსისა ან/და გოგა ბითაძის დამატებას შეეცდება...
ჩემი ინფორმაციით, „კლიპერსში“ მიაჩნიათ, რომ დერიკ ჯონს უმცროსი მნიშვნელოვანი პერსონაა როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა, მაგრამ ის რომ ხელმისაწვდომი იყოს, „ლეიკერსი“ ამ ვარიანტზე უარს არ იტყოდა.
რაც შეეხება გოგას, ვფიქრობ, მას და ლუკა დონჩიჩს შორის ჯერ ვითარება უნდა განიმუხტოს. ზოგადად, ეს ტრანსფერი ლოგიკას მოკლებული არაა, მაგრამ „ლეიკერსს“ დრაფტის შესაძლებლობები შეზღუდული აქვს, ამიტომ გოგას მოყვანა უოლკერ კესლერის დასასვენებლად, რომლის სანაცვლოდაც „ლეიკერსმა“ პირველი რაუნდის ორი პიკი და ორი პიკის გაცვლის ოფცია დათმო, ჭკვიანური არ იქნებოდა“.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „მეჯიქისა“ და „ლეიკერსის“ მატჩში გოგა ბითაძესა და ლუკა დონჩიჩს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შედგა, რის შემდეგაც მსაჯმა სლოვენიელ კალათბურთელს ორმაგი ტექნიკური ფოლი მისცა და მოედანი დაატოვებინა. მატჩის შემდეგ დონჩიჩმა განაცხადა, რომ ბითაძემ მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ქართველმა კალათბურთელმა კატეგორიულად უარყო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს