U20 | საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიას მოუგო
პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში მიმდინარე 20-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე (I დივიზიონი) საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა წყალბურთელებმა მასპინძელი პორტუგალია 20:11 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ნიკა რამინიშვილმა შეიტანა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა. სამი გოლი ვეშაგურისა და ხურცილავას ანგარიშზეა, ორ-ორი ბაბიაშვილმა, ჭუბაბრიამ, გიორგობიანმა, ხუციანიძემ და რუბაშვილმა მიითვალეს, თითო გოლი კი ყურაშვილმა და აბესაძემ გაიტანეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: მაჭავარიანი, ბაბიაშვილი; ვეშაგური, იობიძე, ჭუბაბრია, რამინიშვილი, გიორგობიანი, ხუციანიძე, ყურაშვილი, ხურცილავა, ლანდია, აბესაძე, გუჯარაიძე და რუბაშვილი.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ერთი მარცხია. მომდევნო შეხვედრას ქართველი წყალბურთელები 12 აგვისტოს ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.