დიმიტრი აბდუშელიშვილი
Aa
Aa

„ეს გამოცდილება მომავალში დაგვეხმარება“ - პრეზიდენტმა მსოფლიო თასი შეაფასა

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გამართული მსოფლიოს თასის ტურნირი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან რევაზ ჩომახიძის მომზადებულმა მოთამაშეებმა ყველა შეხვედრა დათმეს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს ისეთი დონის შეჯიბრება გახლდათ, სადაც მოხვედრაც ჩვენთვის უკვე დიდი წარმატება გახლდათ. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა, რომელმაც ეროვნული გუნდის გამოსვლა სოციალურ ქსელში ასე შეაფასა:

 

„წყალბურთის მსოფლიო თასის ფინალზე მოხვედრა შემთხვევითობა არასდროსაა, ეს ყოველთვის გაწეული შრომის, თავდადების, ბრძოლისა და სწორი განვითარების შედეგია. ეს რომ ასეა,ვფიქრობ, ჩვენმა ბიჭებმა საკუთარი თამაშით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.

 

 

მიუხედავად მარცხისა, დარწმუნებული ვარ, ყველამ, ვინც მატჩებს ტრიბუნებიდან თუ ტელეეკრანებიდან ადევნა თვალი, ნახავდა, რომ საქართველოს ნაკრებმა აჩვენა სანახაობრივი და რაც მთავარია, სრულიად კონკურენტული თამაში. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შევხვდით და მსოფლიო გრანდთან მხოლოდ ორი ქულის სხვაობით დავმარცხდით.

 

 

გვქონდა შეცდომებიც, არის დეტალები, რომლებზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, იქნება ეს სპორტული დისციპლინა, ტაქტიკური გადაწყვეტილებები თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები,რომლებიც სიდნეიში, ამ თამაშებების დროს გამოიკვეთა.

 

 

ყველაფერი გაანალიზდება, შეფასდება და დარწმუნებული ვარ, სწორი დასკვნებიც გაკეთდება. მე არაერთხელ მითქვამს,ზოგადად, მაღალი დონის ჩემპიონატებსა და მით უფრო მსოფლიო თასის ფინალში მონაწილეობა, ფასდაუდებელი გამოცდილებაა. ეს არის გამოცდილება, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგვეხმარება, რომ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო ძლიერი, უფრო თავდაჯერებული და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.

 

სწორედ ასეთ ტურნირებზე, ჩემპიონატებზე, მსოფლიო გრანდებთან თამაშებში იზრდება გუნდი, ყალიბდება გამარჯვებულის მენტალიტეტი და იქმნება მომავალი წარმატებების საფუძველი. მე მჯერა ჩვენი ნაკრების, მჯერა მათი პროფესიონალიზმის, მოტივაციისა და იმ პატრიოტიზმის, რომლითაც ისინი ყოველ მატჩში საქართველოს ღირსებას იცავენ

შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიოს თასი იტალიელებთან მეოთხედფინალით დაიწყეს, რომელიც 12:18 წააგეს. ამის შემდეგ კი ადგილებისთვის მატჩებზე გადაერთნენ და ჯერ მონტენეგროსთან (16:18), შემდეგ კი ხორვატიასთან (12:18) დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - აპოლო საქართველოს ჩემპიონია
ზედიზედ მეორედ - აპოლო საქართველოს ჩემპიონია