წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა
Aa
Aa

წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი გამართა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები სიდნეიში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ასპარეზობა მერვე ადგილზე დაასრულა. რევაზ ჩომახიძის გუნდი ტურნირის ბოლო შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 12:18 დამარცხდა.

მატჩის ბედი დიდწილად მესამე მეოთხედში გადაწყდა. სწორედ ამ მონაკვეთში ხორვატებმა თამაშზე სრული კონტროლი მოიპოვეს და პერიოდი 6:1 მოიგეს, რითაც გადამწყვეტი უპირატესობა შექმნეს.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო მეოთხედში უკეთ ითამაშა, მეტოქეს 5:3 აჯობა და შეხვედრის მიწურულს ჩამორჩენის შემცირება შეძლო, თუმცა მანამდე დაგროვილი სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა.

მიუხედავად დასკვნით შეხვედრაში მარცხისა, მსოფლიოს თასის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა საქართველოს ნაკრებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება იყო. ტურნირზე პლანეტის რვა უძლიერესი გუნდი ასპარეზობდა, ხოლო რევაზ ჩომახიძის გუნდმა მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებთან თამაშით მნიშვნელოვანი პრაქტიკა მიიღო მომავალი საერთაშორისო შეჯიბრებების წინ.

გოლების ავტორები:

ტყეშელაშვილი (2), დადვანი (2), შუშიაშვილი (2), ვასიჩი (2), როგაჩი, (2), მესხი (1), ჩიქოვანი (1)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები