ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო: იამალის შეჩერება? ვინმეს გამო საკუთარ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„კარგი სათამაშო რიტმი გვაქვს, კარგად ვთამაშობთ, გოლები გაგვაქვს, მაგრამ ელ კლასიკოში არ აქვს მნიშვნელობა იმას, რა ხდებოდა წინა ტურში. 

„ბარსელონას“ მარცხი პარიზთან? არ მჯერა, რომ ერთი მატჩის წაგება შეცვლის მათ მდგომარეობას ან თავდაჯერებულობას დააკარგვინებს. ეს არც ჩვენს შემთხვევაში მოხდებოდა, „ლაიფციგთან“ რომ 1:4 წაგვეგო.

„ბარსელონას“ პრესა აქებს, იმიტომ რომ ისინი კარგად თამაშობენ. ჩვენს კრიტიკას რაც შეეხება, ავიწყდებათ, რომ პროექტი ჯერ დასრულებული არაა - მხოლოდ სამი თვეა, რაც ერთად ვმუშაობთ. ახლა ჩვენი და „ბარსელონას“ შედარება უსამართლობაა.

ლამინ იამალის შეჩერების გეგმა? შესანიშნავი ფეხბურთელია, ასეთები კი პატივისცემას იმსახურებენ. თუმცა პატივისცემა ერთია, საკუთარი გეგმების შეცვლა და იდენტობაზე უარის თქმა კი სულ სხვა. მიდგომებს არ ვცვლით არც იამალის, არც ვინმე სხვის გამო, როგორი განსაკუთრებული ფეხბურთელის წინააღმდეგაც არ უნდა ვთამაშობდეთ“.

შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკო ხვალ „კამპ ნოუზე“ გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „რეალს რევანში სწყურია... ბარსასთან ჩამორჩენა უნდა შევამციროთ“ - როდრი და კურტუა კლასიკოს წინ
    „რეალს რევანში სწყურია... ბარსასთან ჩამორჩენა უნდა შევამციროთ“ - როდრი და კურტუა კლასიკოს წინ