ტიბო კურტუა, როდრი
Aa
Aa

„რეალს რევანში სწყურია... ბარსასთან ჩამორჩენა უნდა შევამციროთ“ - როდრი და კურტუა კლასიკოს წინ

კვირას, ლა ლიგაში სეზონის პირველი „ელ კლასიკო” გაიმართება. „კამპ ნოუზე” „ბარსელონა” „რეალს” უმასპინძლებს.

მატჩამდე პრესასთან კომენტარები როდრიმ და ტიბო კურტუამ გააკეთეს.

„დიახ, პარიზში მარცხი განვიცადეთ, მაგრამ ძველი განწყობა და იმავე სულისკვეთებით გაგრძელების სურვილი შევინარჩუნეთ - კარგად შევასრულოთ ჩვენი სამუშაო.

„რეალს“ ჩვენგან განსხვავებული თამაშის სტილი აქვს, მაგრამ მეტოქეობის სულისკვეთება ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით ასეთ მატჩებში, ამიტომ ველოდებით, რომ მადრიდელები ბოლომდე დაიხარჯებიან.

ვფიქრობ, ბოლო 6-7 კლასიკოდან მათ მხოლოდ ერთში გაიმარჯვეს, ასე რომ ახლა რევანში სწყურიათ“,

- განაცხადა როდრიმ.

„ჩვენ ვიცით, რომ „პსჟ“ ერთგვარი ორიენტირია დანარჩენი გუნდებისთვის. ეს ბოლო ორი წლის უძლიერესი გუნდია და პარიზელებმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს. ჟოან გარსიამაც ბევრი ბრწყინვალე სეივი შეასრულა.

რთული თამაში გველის. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ გამარჯვება შეგვიძლია. მაგრამ კლასიკო - ეს ყოველთვის სრულიად გამორჩეული მატჩია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თამაშებისგან განსხვავდება.

ჩვენ უნდა გავიდეთ მოედანზე, ვეცადოთ გამარჯვებას და „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა შევამციროთ”,

- თქვა კურტუამ.

„რეალი“ 21 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. „ბარსა“ 27 ქულით პირველზეა. „ელ კლასიკო” კვირას, ჩვენი დროით 23:55-ზე გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები