ცარუკიანი: გეიჯი კარიერას დაასრულებს, მე კი ქამარზე ილიას ან პედის ვეჩხუბები
არმან ცარუკიანმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი შემდეგი ბრძოლა, რომელიც მომავალი წლის პირველ კვარტალში გაიმართება, სატიტულო სტატუსის მატარებელი იქნება.
ამასთან, სომეხი მსუბუქწონოსანი ვარაუდობს, რომ UFC-ის ვაკანტური ტიტულისთვის იჩხუბებს, რადგან დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, ჯასტინ გეიჯი, კარიერას დაასრულებს.
„მათ დაახლოებით მითხრეს, როდის იქნება ეს და სად. ზუსტად ვერ გეტყვით როდის - მომავალი წლის დასაწყისში, პირველ კვარტალში. იანვარში ტორონტოში ნამდვილად არა. ბრძოლა ამერიკაში გაიმართება.
ორი ვარიანტი დამისახელეს - თავად მიხვდით, რატომ. და დიახ, მე მჯერა, რომ გეიჯი სპორტიდან წავა. თუკი UFC უზარმაზარ ფულს გადაუხდის - მაშინ იჩხუბებს. მეორე ვარიანტია - ილია ან პედი.
მათ მითხრეს, რომ გეიჯისა და თოფურიას რევანში არ შედგება. ვფიქრობ, ჯასტინი წავა. მან თეთრ სახლში საუკეთესო მსუბუქწონოსანზე გამარჯვება მოიპოვა, უამრავი ფული გამოიმუშავა. რატომ უნდა გარისკოს ცარუკიანთან ბრძოლაზე დათანხმებით?“
- განაცხადა „ბეტმენმა“ არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში.
ერთ დღეზე ნაკლებ დროში არმან ცარუკიანი ლას-ვეგასში RAF 14-ის ტურნირის ჰედლაინერი იქნება, სადაც ღონისძიების მთავარ მოვლენაში ამერიკელ გრაპლერ დილონ დენისს შეხვდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს