ვენსან კომპანი
Aa
Aa

უძილობა და გადაღლა - ახალი ცნობები კომპანის მდგომარეობაზე

ცნობილი გახდა, თუ რა უძღოდა წინ ვენსან კომპანის გონების დაკარგვას.

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა გუშინ ვარჯიშის შემდეგ გონება დაკარგა. 40 წლის ბელგიელი ვირუსული ინფექციის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჟურნალისტების, ფილიპ კესლერისა და მანუელ ბონკეს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კომპანი უკვე მოხვდა საავადმყოფოში, სადაც ღამე გაატარა და გამოკვლევა ჩაუტარდა. შედეგები უარყოფითი აღმოჩნდა.

Bayern & Germany-ის ცნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანის ხშირად ძალიან ცოტა სძინავს, რადგან გვიანობამდე მუშაობს. კლუბში ამის შესახებ კარგად იციან.

ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, დღეს კომპანი ძირითადი გუნდის ვარჯიშს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მეორე გუნდის ვარჯიშის სანახავად წავიდა, რომლის დროსაც გონება დაკარგა.

ახლა „ბაიერნში“ დაჟინებით მოითხოვენ, რომ კომპანი არ გადაიღალოს, დაისვენოს და აღდგენას იმდენი დრო დაუთმოს, რამდენიც დასჭირდება, სანამ მუშაობას დაუბრუნდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები