ბასილაშვილი ციციპასის წინააღმდეგ | ქართველი ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია
ყაზახეთში მიმდინარე ალმათის ღია პირველობის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (128) ფრანგ ადრიან მანარინოს (79) დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა - 6:3, 6:1.
ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე სტეფანოს ციციპასია (39), რომელმაც 1/4-ფინალში ჯეიმს დაქვორთი (73) დაამარცხა - 6:3, 6:4. ბასილაშვილისა და ციციპასის შეხვედრა ხვალ, 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება მეოთხედფინალურ შეხვედრას, 34 წლის ბასილაშვილმა შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და პირველი სეტი 40 წუთში 6:3 მოიგო. მეორე სეტში ნიკოლოზის უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა — ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო და სეტი 30 წუთში, 6:1 დაასრულა. შეხვედრა საათი და 10 წუთი გრძელდებოდა.
1/16-ფინალში ბასილაშვილმა მარინ ჩილიჩი (84) გამოთიშა (2:6, 5:7), შემდეგ კი არგენტინელი ფაკუნდო დიას აკოსტა (71) დაამარცხა (2:6, 4:6).
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს