პარიზში მოსალოდნელი არეულობის გამო პსჟ ლიონის მატჩი ერთი დღით გადაიდო
ლიგა 1-ის მე-8 ტურის მატჩი „პსჟ“-სა და „ლიონს“ შორის, რომელიც თავდაპირველად 25 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, საფრანგეთში მომავალ უქმეებზე მოსალოდნელი არეულობების ახალი ტალღის ფონზე 26 ოქტომბრისთვის გადაიდო.
„მატჩი ორშაბათისთვის, 26 ოქტომბრისთვის გადაიდო. პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ ცნობად მიიღო პოლიციის დადგენილება, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს „პსჟ“-სა და „ლიონს“ შორის ლიგა 1-ის მე-8 ტურის მატჩის ჩატარებას კრძალავს. აქედან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეხვედრის ორშაბათს, 26 ოქტომბერს გადატანის შესახებ“,
- ნათქვამია პროფესიული საფეხბურთო ლიგის (LFP) განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური საფრთხის გამო პარიზელთა წინა მატჩიც (ბარსელონასთან) შესაძლოა გადადებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.
მატჩი ჩვენი დროით 23:30-ზე დაიწყება. როგორც მოგეხსენებათ, იმავე საღამოს, 26 ოქტომბერს, ლონდონში „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია გაიმართება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საგრძნობლად მცირდება შანსები, რომ პსჟ-დან ცერემონიას რომელიმე მოთამაშე დაესწროს. შეგახსენებთ, რომ პარიზელთა რიგებიდან მოწინავე ათეულში ხვიჩა კვარაცხელიასა და უსმან დემბელეს მოიაზრებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს