გიორგი ნემსაძე
Aa
Aa

ცაგერის ცენტრალურ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება

ცაგერის ცენტრალურ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გვერდმა Facebook-ში გაავრცელა, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ცაგერის ცენტრალურ სტადიონს გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება! მშენებარე ცაგერის ცენტრალურ სტადიონს საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების კაპიტნისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ნემსაძის სახელი მიენიჭება.

სტადიონს ლეჩხუმისთვის განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს — წლების განმავლობაში აქ ფეხბურთის არაერთი თაობა აღიზარდა. განახლებული სპორტული სივრცე ხელს შეუწყობს რეგიონში ფეხბურთის განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივაციის ამაღლებასა და სპორტული ტრადიციების შენარჩუნებას.

პროექტის ფარგლებში სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყობა, რაც შექმნის სათანადო პირობებს, როგორც ფეხბურთელებისა და სპორტული გუნდებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. განახლებული სივრცე სრულად იქნება მორგებული თანამედროვე მოთხოვნებსა და ხელმისაწვდომობის პრინციპებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. სტადიონისთვის გიორგი ნემსაძის სახელის მინიჭების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები განხორციელდება და შესაბამისი დოკუმენტაცია განსახილველად ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას წარედგინება''.

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. კრისტალსპორტის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურის გარდაცვალების გამო და გიორგი ნემსაძის ოჯახს თანადგომას უცხადებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები