ჰარი კეინი, კილიან მბაპე
Aa
Aa

„მბაპემ შთაბეჭდილება შექმნა თითქოს კარგი სეზონი ჰქონდა, რეალურად კეინმა ყველაფერში აჯობა“

„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიამდე სულ ცოტა დრო რჩება. ბუკმეიკერთა გამოკვეთილ ფავორიტებად ჰარი კეინი, ლამინ იამალი და კილიან მბაპე რჩებიან.

ჟურნალისტმა ანტონ მაენამ, რომელმაც „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოსავლენად ხმის მიცემაში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა, რომ „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „რეალის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს ყველა მაჩვენებლით აჯობა.

„ჰარი კეინმა კილიან მბაპეს ყველა მაჩვენებლით აჯობა: მან მეტი გოლი გაიტანა, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო და მსოფლიო ჩემპიონატზეც დაამარცხა.

გარდა ამისა, კეინმა გერმანიაში ტიტულები მოიგო.

თავისი განცხადებების წყალობით, მბაპემ ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს იმაზე წარმატებული სეზონი ჰქონდა, ვიდრე რეალურად იყო“,

- განაცხადა ანტონ მაენამ.

შეგახსენებთ, რომ ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები