მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, მოვსარ ევლოევი, ხამზატ ჩიმაევი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„არც კი ვიცი რა ვთქვა, გიჟური ბრძოლა იქნება“ - ჩიმაევის პროგნოზი UFC 333-ზე

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა საშუალო წონაში, ხამზატ ჩიმაევმა, უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ რას ელის UFC 333-ის ტურნირის მთავარი ბრძოლებისგან.

„ბორზის“ თქმით, ის იმედოვნებს, რომ ღონისძიების მთავარ მოვლენაში მოვსარ ევლოევი ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის ქვემსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარს წაართმევს, თუმცა უჭირს სუპერმსუბუქ წონაში პიოტრ იანსა და მერაბ დვალიშვილს შორის სატიტულო ბრძოლაში გამარჯვებულის დასახელება.

„ეს ძალიან კარგი ბრძოლებია. როგორც ჩანს, ყველა მონაწილე შესანიშნავ ფორმაშია და კარგ ენერგიას ვხედავ. მე და მოვსარი ერთი ქვეყნიდან ვართ და ვიმედოვნებ, რომ ის შეძლებს სახლში კიდევ ერთი საჩემპიონო ქამრის ჩამოტანას.

რაც შეეხება პიოტრისა და მერაბის ბრძოლას, არც კი ვიცი. ეს ნამდვილად გიჟური ბრძოლა იქნება, მაგრამ პროგნოზის გაკეთება მიჭირს“,

- ციტირებს ჩეჩენი მებრძოლის სიტყვებს RED Corner MMA.

ტურნირი UFC 333 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში, „ეტიჰადის“ არენაზე გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები