„შეგჭამ!“ | რა უთხრა მერაბმა იანს პირისპირ დგომისას
მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას UFC 333-ზე გამართავს და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება. მებრძოლებმა პრესკონფერენცია გამართეს, მისი დასრულების შემდეგ კი ფეისოფები ვიხილეთ და „მანქანამ“ იანს მიმართა.
„კიდევ ერთხელ. ახლა ილაპარაკე, სიამოვნება მიიღე და შაბათ საღამოს, გაჩვენებ, რა მოხდება. შეგჭამ! შეგჭამ!“, — უთხრა დვალიშვილმა.
დვალიშვილისა და იანის მესამე დაპირისპირება UFC 333-ის თანამთავარი მოვლენაა, ხოლო მთავარ მოვლენაში ერთმანეთს მოვსარ ევლოევი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან. მერაბისა და იანის ჩხუბს თბილისის დროით, 23:30-დან ვიხილავთ.
ცნობისთვის, ბუკმეკერების მიხედვით, ფავორიტი იანია და Polymarket-ზე მას გამარჯვების 60-პროცენტიანი შანსი აქვს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს