მესი: უამრავი კრიტიკის წინაშე აღმოვჩნდი, რამაც ჩემს ოჯახს დიდი ზიანი მიაყენა, ბოროტება თამაშს სცდება
ლიონელ მესიმ კრიტიკისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა, რომელიც მის ოჯახს წლების განმავლობაში დიდ ზიანს აყენებდა.
„არსებობს კრიტიკა, რომელიც თავად თამაშს ეხება - იმას, რასაც მოედანზე აკეთებ, და არსებობს ბოროტგანზრახული კრიტიკა, რომელიც თამაშის ფარგლებს სცდება და შეუძლია ზიანი მოგაყენოს შენ, და ხშირად - შენს გარშემომყოფებსაც. ჩემი კარიერის განმავლობაში უამრავ კრიტიკას შევეჩეხე, რის გამოც ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა.
მარცხისგანაც კი შეიძლება ღირებული გაკვეთილების მიღება. რომ გაიზარდო, საკუთარი შეცდომები უნდა აღიარო და მათ გამოსწორებას შეეცადო. მნიშვნელოვანია შეგეძლოს როგორც მოგება, ისე წაგება. ვფიქრობ, ჩვენი სპორტისთვის ეს ფუნდამენტური მომენტია, რადგან საბოლოო ჯამში, ფეხბურთში უფრო ხშირად აგებ, ვიდრე იგებ.
მინდა, ხალხს დავამახსოვრდე, როგორც დიადი სპორტსმენი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა თავისი მიზნებისა და ოცნებებისთვის. ზოგჯერ ვახერხებდი მათ მიღწევას, ზოგჯერ - არა, მაგრამ არასდროს შემიწყვეტია მეცადა, მომეგო ყველაფერი, რაც ჩემ წინაშე იყო.“
- განაცხადა მესიმ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს