მესუთ იოზილი
Aa
Aa

იოზილი: რუსულთან ერთად უეფამ ისრაელის კლუბებიც უნდა მოკვეთოს, ორმაგი სტანდარტები არ შეიძლება

„არსენალისა“ და „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა საერთაშორისო ტურნირებიდან ისრაელის წარმომადგენელი კლუბების არმოკვეთის შესახებ ისაუბრა და პარალელი რუსულ კლუბებთან გაავლო, რომლებიც 2022 წლიდან უეფას ტურნირებიდან მოკვეთილები არიან.

„სპორტული საზოგადოება ადამიანებს ყოველთვის აერთიანებდა. მოცემულ სიტუაციაში ფიფამ ისრაელის გუნდების წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაშინ როცა რუსული გუნდების მიმართ ასეთი ზომები იქნა მიღებული.

მინდა მოვუწოდო ფიფას, უარი თქვას ამ ორმაგ სტანდარტებზე და ყველას თანაბრად მოექცეს“,

- განაცხადა მესუთ იოზილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებები და კლუბები უეფასა და ფიფას ტურნირებიდან 2022 წლიდან მოკვეთილები არიან. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და დღემდე ომშია.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები