„სასწაული იქნება თუ ამ სეზონში ითამაშებს“ | L'Equipe ცნობილ ექიმს ესაუბრა
ფრანსუა პიეტრა 24 წლის განმავლობაში, 2001-დან 2025 წლამდე, „სტრასბურგის“ სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი იყო. L’Equipe-ი მას დაუკავშირდა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმაზე ესაუბრა, რომელმაც მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა.
„ყველა ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდი ინდივიდუალურია, თუმცა მინიმუმ ექვსი ან შვიდი თვე აუცილებელია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კლუბმა მხოლოდ ჯვარედინი იოგების გაწყვეტის შესახებ გაავრცელა განცხადება და არ დაუკონკრეტებია პოტენციური დაზიანებები, რომლებმაც შეიძლება პროცესი შეანელოს.
სასწაული იქნება, თუ ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ ითამაშებს. მისთვის, თუნდაც მკაცრი და ინტენსიური წინასასეზონო მომზადების ფონზე, დროში ჩატევა მაინც ძალიან გაჭირდება და მომდევნო სეზონის დაწყებამდე დრო დასჭირდება. სამედიცინო შტაბი ყველაფერს აკეთებს, რათა მოთამაშეები მოედანზე რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ. ეს მით უმეტეს ადვილია იმის ფონზე, რომ მათზე დილიდან საღამომდე ზრუნავენ“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ტრავმა „ბარსელონასთან“ მატჩში, ხავი ესპარტისთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა — მარჯვენა ფეხს ვერ დგამდა და მოგვიანებით კატასტროფული დიაგნოზი დადასტურდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს